„ჩემი ბლოგის გაღვიძებაააა“ – (სამდეშიიი) – როგორც აცხადებენ ხოლმე

„ტაააკ“ – ასე დავიწყებდი საუბარს, რომ არ ვწერდე და რადგან ვწერ ვიტყვი ასე:

იყო და იყო, რა… ერთ დროს აქტიურად ვწერდი ბლოგ-პოსტებს, შემდეგ ვწერდი სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში სოციალურ თემატიკაზე, შემდეგ პოლიტიკურ თუ გენდერულ თემებზე და მოკლედ, სულ დამავიწყდა წერის ესთეტიკური კუთხე, რომელიც არც 90º-ია, არც 180 და არც 360… გაშლილია დროსა და სივრცეში…

Continue reading “„ჩემი ბლოგის გაღვიძებაააა“ – (სამდეშიიი) – როგორც აცხადებენ ხოლმე”

ეროვნული სამოსის დღე – დღე, რომელიც ისტორიაში შევა! – დათა გვასალიას ბლოგ-პოსტი

„კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაბლა ფარცხეს“

დავით გურამიშვილი.

აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც ჩემს საამაყო ჯგუფთან ერთად ვაკეთებ „ეროვნული სამოსის დღეს“. ეს დღე იქნება ძაალინ გრანდიოზული და ძალიან ინოვაციური. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში იქნება ერთი და ღირსეული საფეხური.

სექტემბრიდან მოყოლებული, მთელი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ამ დღეს და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება შეუთანხმებლად. მინდა აქვე დავსძინო, რომ ამ ჯგუფის წევრები არიან ძალიან ღირსეული ხალხი და საღად მოაზროვნე ადამიანები!

ახლახანს, როდესაც მეშვიდე თქვე დაიწყო, რაც პროექტზე დაუღალავად ვმუშაობთ, მოგვიწია გადაცემა „პროფილში“ მისვლა, სადაც ვისაუბრეთ პროექტზე ძალიან მოკლედ, რადგან უფრო გრძლად თქმის საშუალება ვერ მოხერხდა, თუმცა „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“.

აღნიშნულ გამოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში. ზოგმა თქვა, რომ „ეროვნული სამოსის დღის“ მიღმა გეი-აღლუმი იგეგმება, ზოგმა თქვა, რომ ქვეყნის მტერი ვარ, ზოგმა კი „გრანტიჭამია“ ორგანიზაცია დაგვარქვა. თუმცა განიმარტა ყოველი სიტყვა და ამ ადამიანებმა თავიანთი რადიკალური განცხადებები უკან წაიღეს.

ახლა რა ხდება, მე მუდამ ვიძახდი და ახლაც ვიტყვი, რომ არასდროს ვიქნები მომხრე ძალადობის. ასევე, არავის მივცემ უფლებას მე და ჩემი ჯგუფი შეურაცხგვყოს ისე, რომ არც კი გვიცნობს და არც იციან, რას ვაპირებთ და რა გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად გამჭვირვალეა პროცესი. ჭორაობა გვიყვარს ქართველებს და ძალიან საწყენია, როდესაც ეს ჭორაობა ქართველ „კაცსაც“ ახასიათებს.

ასეა თუ ისე, ეს დღე აუცილებლად ჩატარდება და ყველას დავუმტკიცებთ, რომ ეს დღე უნდა არსებობდეს საქართველოში, ასევე ყველას დავუმტკიცებთ, რომ ქართული ტრადიცია და ეროვნული ღირებულება არ არის სამარცხვინო, რადგან დღეს არასწორად ხდება ამ ყველაფრის მიწოდება საზოგადოებისთვის. საქმის ცუდად კეთებას, სჯობს საერთოდ არ გააკეთოო, ვინც ვაკეთებთ, იმათაც ნუ გვებრძვით, რადგან სწორედ თქვენთან ერთად ვაპირებდით და ვაპირებთ ამ დღის შექმნას. „ეროვნული სამოსის დღე“ ეკუთვნის საზოგადოებას და ასე იქნება მუდამ.

ბრალდებებისდა მიუხედავად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამაში ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის და ის ფინანსები, რის მოსაპოვებლადაც ვიბრძვით, ემსახურება დღის გაფორმებას და მასშტაბურობას!

P.S ესეც საჯარო იქნება! და კიდევ, აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდათ კითხვები, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხო ყველას შეკითხვას, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეც არ გამიცნდება მათთან გარკვეული კითხვა, თან ძალიან მკვეთრი და პირდაპირი!

იერარქია გენდერში – ანუ გაუნათლებლობის ზეიმი და დოგმების ლაბირინთი

რატომ არის ძნელი გასაგები, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ხშირად განიხილავს საზოგადოება. არ არსებობს ქალზე ზემდგომი და ასევე კაცზე ზემდგომი, მით-უმეტეს, როდესაც ოჯახზეა საუბარი. ოჯახის უფროსი და უმცროსი, საერთოდ რა განხილვაა, ვერ ვხვდები. ოჯახი იქმნება სიყვარულით, სადაც სიყვარულია, იქ ზემდგომი და ქვემდგომი არ არსებობს, მთავარია, რომ ქალმაც და კაცმაც იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ამ ნაბიჯს დგამს. რას ნიშნავს კაცი უფრო მაღლა დგას ქალზე, ან პირიქთ. კაციც და ქალიც თანაწორია ღმერთის წინაშეც,(“სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, ბარბაროსი და სკვითი, მონა და თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგან ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში”.) – პავლე მოციქული. ბიბლიურ ტექსტებში იმასაც შეხვდებით, რომ ქრისტემ საკუთარი სისხლი თანაბრად დაღვარა ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ასევე სხვა მრავალი. რელიგიურ ჭრილს რადგან განვიხილავთ, მივყვეთ, მაშ ასე:

1. ქალი წმინდანი არის ჩვენი (საქართველოს) მფარველი და მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ვლოცულობთ.

2. წმინდა ნინომ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბოლომდე სიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა.

3. ნანა დედოფალი იყო პირველი, ვინც მიიღო სარწმუნოება.

გავიხსენოთ ისტორია, რომელიც ასევე არგუმენტად მოგვყავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში:

1. ქართველი ქალი ყოველთვის ძლიერი იყო, (თუმცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ილიამ დაანგრია სტერეოტიპი და თქვა, რომ განათლებით თუ შევძლებთ მტერთან ბრძოლას, სწორედ ის დროა ახლაო. ახლაც სწორედ ის დროა.)

2. ვახტანგ გოგრგასლის დედა რომ არა, V საუკუნეში საქართველოს ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა, სხვათა შორის. (442 წელს, ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო ვახტანგის დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის, ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ – მცხეთაში მოგვები უნდა დამჯდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. (ეს ხდება მე-5 საუკუნეში, ქალი საგდუხტი აკეთებს იმდენად ღრმა და სწორ პოლიტიკურ სვლებს, რაც წარუშლელ კვლას ტოვებს საქართველოს ისტორიაში, პლუს, ეს ქალი ეროვნებით არ არის ქართველი!)

3. მე-12 საუკუნე ყველას მაგალითად მოჰყავს საქართველოს დიდების ხაზგასასმელად (სამწუხაროდ, ყველა იხსენებს და არავინ ცდილობს, მიემსგავსოს მაინც იმ დროს პერსპექტივაში, ვგულისხმობ შედარებითობის პრინციპს, თამარის საქართველო იმ საუკუნის მსოფლიო ასპარეზზე მისაბაძი იყო, ჩვენი დროის საქართველო მსოფლიო ასპარეზზე იმ მე-12 საუკუნის საქართველოთი ამაყობს ისევ)
მეფე სწორედაც რომ, იყო თამარი. მარტო სახელმწიფო არ იმართება, მას ჰყავდა მრჩეველი და სხვანი და სხვანი, თუმცა თუ გავიხსენებთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც თამარის შიდა სახელმწიფოებრივ მმართველობას უქმნიდა საფრთხეს, სწორედ ქალების ჩარევის შემდეგ იქნა მოგვარებული, კერძოდ (კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამარს ძლიერი კაცი არ სჭირდებოდა გვერდით. მაშ, რამ გამოიწვია მეორედ მისი გათხოვება, ერთ-ერთი პირობა ესეც გახლდათ და შეგიძლიათ, წყაროები გადაამოწმოთ. (ცნობისთვის, თამარიც გათხოვდა მეორედ, მაგრამ მისთვის „იმნაირობა“ არავის დაუწამებია. ახლა იტყვის ვიღაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთაო, მაგრამ მაინც არ არის სწორი არგუმენტი ეგ. (თუმცა ეს სხვა თემაა)

4. წამოვიდეთ კიდევ უფრო წინ. მე-19 საუკუნის საქართველო. საქართველო, როდესაც ხალხი (განათლებულ საზოგადოებას ვგულისხმობ) ხვდება, რომ ქალს მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ეს შვილების გაჩენა და მეომრებად გაზრდაა, რადგან, პოლიტიკამ გადაინაცვლა სიტყვებსა და ფურცლებზე და მიივიწყა ხმლები და ფარები. ამას ჰქვია, „მსოფლიომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ“. მე-19 საუკუნის საქართველოშიც მიხვდნენ ქალები, რომ მეტი შეუძლიათ მისცენ ქვეყანას, თუმცა ეს მათ მოახერხეს კაცების დახმარებით (ჩემთვის ესაა სრული ჰარმონია) ილია ჭავჭავაძის წერილი „დედათა ემანსიპაციის შესახებ“, აკაკი წერეთლის „რამოდენიმე სიტყვა შესახებ კნა ბარბარე ჯორჯაძისა“, სერგეი მესხის „საქართველო – ქალი მასწავლებლები“ და კიდევ სხვანი და სხვანი, რაც სწორედ იმ აზრს ატარებდა, რომ ქალის როლი გასცილებოდა ოჯახს, რომ მხოლოდ ოჯახი არ ყოფილიყო მათი საზრუნავი, რადგან შეეძლოთ ძვრები განეხორციელებინათ სახელმწიფოებრივ საქმეში.

5. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი და ასევე ფაშიზმი. მუსოლინის ცნობილი და მისთვის ძალიან საყვარელი ფრაზა „ქალები არაფერს
წარმოადგენენ, გარდა იმისა, რომ ბავშვებს „აწარმოებენ“. ჰიტლერი ქალებზე – „„ტაძარი, სამზარეულო, ბავშვი“ (და ეს აზრი ბობოქრობს დღეს, 21-ე საუკუნეშიც) (კომიკურია, რომ ეს ყველაფერი ფაშიზმის გინების ფონზე ხდება :)) )
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლშევიკური რეჟიმი ისტორიაში პირველი ხელისუფლება აღმოჩნდა, რომელმაც ქალების ემანსიპაცია ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამას პოლიტიკური ქვეტექსტები ჰქონდა, ფაქტი ფაქტად რჩება. რა ხდება შემდეგ, სტალინის ხელისუფლება ქალს არ უზღუდავს მუშაობას, თუმცა ინერგება სტერეოტიპი (რაც დღეს ტრადიციად არის ჩამოყალიბებული) მათ შორის (ქალი მე ვიცი „ქუხნაში“ და არა სამზარეულოში, ესეც მიუთითებს საბჭოეთის გავლენაზე, ბაზარში ქალმა უნდა იაროს, სახლის საქმეები ქალის ვალდებულებაა, ბავშვი სკოლაში/ბაღში ქალმა უნდა ატაროს, მამების ყოფნა მშობელთა კრებაზე „ტეხავს“ და სხვა. თუ ქალი მუშაობს, შინ რომ სულ ქანცგაწყვეტილი მოვიდს, საჭმელი უნდა გაამზადოს, ქმარს „ნასკები“ დაურეცეხოს, ჭურჭელი გააწკრიალოს და ვიღებთ რას, ამ შემთხვევაში, ქალისა და კაცის შრომის თანაფარდობით, ქალის შრომა მინიმუმ 4-ჯერ აღემატება კაცისას.

6. რა ხდება დღეს. საზოგადოების ნაწილი, ღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (რომ კაცი ქალზე ბევრად მაღლა დგას) მანიპულირებს რელიგიით, რომელიც განვიხილეთ, ისტორიით, რომელიც ასევე განვიხილეთ. დღეს კი სიტუაცია საქართველოში. პროცენტულად, ემიგრანტების უმრავლესობა მოდის ქალებზე, სამწუხაროა, თუმცა ამის მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია, (რასაც ვერ უზრუნველჰყოფს სახელმწიფო) ქართველი ამაყი კაცის, ვაჟკაცის, ქალს რომ ხელის გულზე უნდა ატარებდეს, ცოლები მიდიან საზღვარგარეთ, რომ იქ იმუშაონ და ოჯახს შეჰმატონ რაიმე. თავის მხრივ, აქ დარჩენილი კაცების ნაწილი, ცდილობს რომ აქ იმუშაოს, ნაწილი კი საერთოდ არ მუშაობს, ან მუშაობს, თუმცა ისეთი დატვირთვით არა, რომ პერსპექტივაში განიხილებოდეს საკუთარი მეუღლის დაბრუნება ემიგრაციიდან! ამის გამამართლებლად, აქ დარჩენილი უმუშევარი/მომუშავე კაცები ამბობენ, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდნენ თავად საზღვარგარეთ და ცოლებს შვილებთან დატოვებდნენ, თუმცა იქ კაცების საქმე არ არის! ესეც კომიკურია :))

7. ჯადოსნური წრე. მოვედით განხილვის პირველ წერტილში. პრობლემა მდგომარეობს პასუხისმგებლობაში. ყველა ადამიანმა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ეს პასუხისმგებლობა გაორმაგებული უნდა იყოს, როდესაც ქმნიან ოჯახს. ოჯახში არ არსებობს იერარქია, კაცი ქალზე მაღლა დგას და ქალი კაცზე დაბლა, ოჯახი დგას ჰარმონიაზე, ჰარმონია არასდროს მიიღწევა, თუ არ არის ურთიერთგაგება და „დემოკრატია“ ოჯახში, რადგან ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. ურთიერთგაფრთხილებაა საჭირო და პატივისცემა პირველ რიგში.

8. მე არ მინდა მეუღლე, რომელიც დღე და ღამე სახლში იქნება გამოკეტილი და არ ეყოლება საკუთარი სანაცნობო წრე, არ ექნება საკუთარი საქმე და პროფესია. შვილი, რომელიც დედასთან მეტად ახლოსაა განვითარების ასაკში (ბუნების კანონია) მაგალითს სწორედ დედისგან და ზოგადად მშობლისგან იღებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ ოჯახში არ არის ჰარმონია, არ არის ურთიერთგაგება, არ არის პატივისცემა, რაც ყველაფერში გამოიხატება და რასაც ბავშვიც ხედავს, ეს ბავშვიც იქნება არასრულფასოვანი.

9. ყველამ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და მივხვდებით (კაცებს მივმართავ) რა არის ჭეშმარიტება. არ არსებობს დოგმები. არსებობს ჯანსაღი აზრი. ამ აზრს მიჰყევით. მე-5 და მე-6 პუნქტში თუ საკუთარ თავს დაინახავთ, დარწმუნებული ვარ თქვენი ქალების აცრემლებულ თვალებსაც ნახავთ რომ დაუკვირდეთ და ეს კაცობა არ გეგონოთ!

P.S.
მე-10 პუნქტი თქვენი ფიქრებისთვის მომინდვია

რატომ მოდის ახალი წელი ორჯერ საქართველოში

რატომ მოდის ახალი წელი ორჯერ საქართველოში? წინასაახალწლო პერიოდში და შემდგომაც, მეტად აქტუალურია ეს კითხვა საზოგადოების ნაწილში. უამრავი ვარიაცია მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით… მეტად გავრცელებული კი აი, ეს გახლავთ ⇓

ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ქართველი კაცის „გაპრავებული“ მიზეზია, რათა გაიხანგრძლივოს განცხრომა და მზად ჰქონდეს პასუხი „მეორე ნახევრისათვის“ – ძველით ახალ წელს როგორ არ დავლიო ქალოო!

რეალურად, სულ სხვა რამეშია საქმე.

Continue reading “რატომ მოდის ახალი წელი ორჯერ საქართველოში”

2016…

დადგა დრო, როდესაც განვაახლე ბლოგის წერა. ჩემმა გოგომ მთხოვა, მიყვარს, როცა წერო და არ შემეძლო, არ შემესრულებინა!

პირველ რიგში, სიახლეების წელს დავარქმევდი 2015-ს. დაიწყო რამდენიმე ახალი ეტაპი, როგორც პირად საკითხებში, ასევე საქმიანი თვალსაზრისით. ამჯერად ვრცლად არაფერს განვიხილავ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ სიახლეები გვამოძრავებენ და შედეგი გვამაღლებს. მნიშვნელობა არ აქვს, სასურველი იქნება თუ არა, ან გვამაღლებს, ან გვასწავლის.

ვისურვებდი რას, პირველ რიგში ყველა ადამიანის ბოლომდე ადამიანად დარჩენას. მაღალი გაგებით. დამსახურებულ ბედნიერებას ვუსურვებ ყველას, დამსახურებულ სიყვარულს და ა.შ. უპირვე;ლესად კი დამსახურებული მიზნების მიღწევას, რადგან დაუმსახურებელი წარმატება არაფრის მომტანია მორალური თვალსაზრისით, მარტო მატერიალური საშინელი რამაა.

ბოლოს კი, ჩემს სიყვარულს შევახსენებ კიდევ ერთელ, და არ ვუსურვებ, რადგან ეს უკვე ახდენილია, მუდამ ბედნიერი იქნება და ღიმილიანი. სულ ჩემთან ერთად და სულ მასთან ერთად ყოფნა – აი, ესააა მთავარი, სხვა ყველაფერი დაძლევადია ამის შემდეგ.

გილოცავთ, მრავალს დაესწარით, დამსახურებულ ადამიანებად და არ მხოლოდ – ადამიანის სტატუსით!

ეს დღეც დადგა!

დღე, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. დღეს ჩემი უსაყვარლესი და ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაბადების დღეა, მისი დღეა. მე მინდა, მას მივმართო პირადად.

მიყვარხარ, ღმერთო რა ბანალურია, საერთოდ არ გამოხატავს იმას, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. ეს უფრო მეტია, სიყვარულზე მეტად მიყვარხარ. ჩემთვის ყველაფერი ხარ. ვერც კი წარმოიდგენს ბევრი, მეტიც, ვერავინ, თუ რა მაკავშირებს შენთან. ისე მოვყევი შენდამი სიყვარულის მორევში, როგორც უკანასკენელი მეკობრის გემი. იმ განსხვავებით, რომ ფსკერზე უკეთესად ვარ, ვიდრე მაღლა.

Continue reading “ეს დღეც დადგა!”

ამბავი სა(ა)მოთხისა

„ჩვენზე მეტნიც კი არიან, ერთი ქრომოსომით“

ცის სიყალბე მთვარემ ისე იტირა, როგორც მოხუცი ქალის თვალებმა დასრულებული მეორე ნახევარი. წვიმაც კი არ წამოსულა იმ დღეს. აბა, რა წვიმა უნდა მოსულიყო ყალბი ციდან, მხოლოდ – სეტყვა. ადამიანის გაქვავებული გულივით გაყინული, ამას მზე მაინც ალღობს, თუმცა მთვარე, სწორედ რომ, ამ ყალბ ცას ანათებს ღამით.
Continue reading “ამბავი სა(ა)მოთხისა”